სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
17 ივნისი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სოფელ სუჯუნაში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული ბავშვების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ბაღი გათვლილია 50 ბავშვზე და მოიცავს სრულფასოვან ინფრასტრუქტურას, სააღმზრდელო ჯგუფებს, ადმინისტრაციულ და დამხმარე სივრცეებს, კვების ბლოკს, სამედიცინო ოთახს, სამრეცხაო-საუთოვებელ ზონას და სხვა აუცილებელ ოთახებს.
ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებითა და უსაფრთხო, რბილ ზედაპირიანი საფარით.
პროექტი სრულად ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით.